სავარაუდო ზეწოლა მოსამართლეზე - აჭარის საპატრულოს უფროსი 6 მაისს დაკავებულების პროცესის დაწყებამდე სასამართლოს ეზოში იმყოფებოდა

გამოქვეყნდა:

აჭარის საპატრულო პოლიციის უფროსი, დავით მაღრაძე, 6 მაისს მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციაზე დაკავებულების პროცესის დაწყებამდე ბათუმის საქალაქო სასამართლოს ეზოში ავტომობილით იმყოფებოდა. ის პროცესზე დღეს მოწმის სახით უნდა გამოიკითხოს.

რა სტატუსით იმყოფებოდა დავით მაღრაძე სასამართლოს ეზოში გამოკითხვამდე და ხდებოდა თუ არა მოსამართლეზე ზეწოლა - ეს კითხვები სასამართლო დარბაზში ოპოზიციამ დასვა.

შეგახსენებთ, რომ 6 მაისს ბათუმში პოლიციამ მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია დაშალა და რამდენიმე პირი დააკავა. დაკავებულებს შორის არიან აჭარის უმაღლესი საბჭოს 3 დეპუტატი და ბათუმის მერობის ყოფილი კანდიდატი, გიორგი კირთაძე.

ავტორი: თეა ვაშალომიძე

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი