სასწრაფოს ექიმები აქციებს 7 ივნისიდან განაახლებენ - ისინი მინისტრთან შეხვედრას ითხოვენ

გამოქვეყნდა:

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმები აქციებს სამშაბათიდან განაახლებენ. მედიკოსები საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიდან მსვლელობით ჯანდაცვის სამინისტროსთან მივლენ და მინისტრთან შეხვედრას კიდევ ერთხელ მოითხოვენ. 

მათი მთავარი მოთხოვნა სახელფასო ანაზღაურების 100%-ით გაზრდაა.

"სამშაბათს, 7 ივნისს, 12:00 საათზე ვიკრიბებით ცენტრის ადმინისტრაციასთან, ერთ საათში გადავინაცვლებთ სამინისტროსთან სადაც გვექნება მოთხოვნა, რომ შეგვხდეს მინისტრი ან მინისტრის მოადგილე. კონკრეტულ ერთ მოთხოვნაზე გაგვცენ პასუხი - ვითხოვთ ხელფასის მომატებას 100%-ით. რასაც ვიღებდით და ინფლაციის ფონზე, ჩვენი ხელფასი არის მინიმალური", - თქვა სასწრაფოს ექიმმა. 

პროტესტს უერთდება პროფკავშირებიც.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი