
მიხეილ სააკაშვილი კლინიკა ვივა მედში ბუბა კიკაბიძემ მოინახულა, რომელმაც სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაურესებაზე ისაუბრა და სრული პასუხისმგებლობა შესაძლო შედეგებზე მმართველ გუნდს დააკისრა.
კიკაბიძემ დღეს უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკისაც მიმართა და კიდევ ერთხელ სთხოვა მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში დაბრუნებისთვის ყველა ქმედითი ნაბიჯი გადადგას. ბუბა კიკაბიძე მზად არის პრეზიდენტ სააკაშვილს თავდებში დაუდგეს, თუ მას ხელისუფლება სამკურნალოდ საზღვარგარეთ გაუშვებს.