გალიფ ოზთურქს პატიმრობა შეუფარდეს - ადვოკატი სასამართლოს გირაოს სანაცვლოდ, 1 მილიონს სთავაზობდა

გამოქვეყნდა:

ბათუმის საქალაქო სასამართლომ გალიფ ოზთურქს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა და ამით პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. ბიზნესმენის ადვოკატი სასამართლოს გათავისუფლების სანაცვლოდ 1 000 000 ლარის ოდენობით გირაოს შეფარდებას სთავაზობდა.

ბიზნესმენს პროკურატურამ ბრალი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის და შენახვის ფაქტზე წარუდგინა. გამოძიების ინფორმაციით, ოზთურქის საცხოვრებელ ბინაში ჩატარებული ჩხრეკის დროს,  7 გრამზე მეტი  კოკაინი ამოიღეს. 

ოზთურქი წარდგენი ბრალდებას არ აღიარებს. ის ბათუმში 31 მაისს დააკავეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი