
ბათუმის საქალაქო სასამართლოში გალიფ ოზთურქის სასამართლო მიმდინარეობს, სადაც მისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობენ. პროკურატურა თურქი ბიზნესმენისთვის პატიმრობას ითხოვს, დაცვის მხარე კი გირაოთი გათავისუფლების შუამდგომლობას აყენებს.
ბიზნესმენს პროკურატურამ ბრალი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის და შენახვის ფაქტზე წარუდგინა. გამოძიების ინფორმაციით, ოზთურქის საცხოვრებელ ბინაში ჩატარებული ჩხრეკის დროს, 7 გრამზე მეტი კოკაინი ამოიღეს.
ოზთურქი წარდგენი ბრალდებას არ აღიარებს. ის ბათუმში 31 მაისს დააკავეს.