აშშ პუტინთან დაახლოებულ "ელიტებს", მათ შორის ზახაროვას სანქციებს უწესებს | ჩამონათვალი

გამოქვეყნდა:

თეთრმა სახლმა რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის გამო, სანქციების ახალი პაკეტი გამოაცხადა.

სანქციების სამიზნეა - რუსეთის მთავრობის წარმომადგენლებისა და ვლადიმერ პუტინთან დაახლოებული ელიტები, ასევე, პრეზიდენტთან დაკავშირებული რამდენიმე იახტა.

  • სანქციები უწესდება რუს ბიზნესმენს, გოდ ნისანოვს, რომელსაც აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი უწოდებს: „ევროპის ერთ-ერთ უმდიდრეს კაცს და რამდენიმე რუსი ჩინოვნიკის მჭიდრო თანამოაზრეს“ და რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერს, მარია ზახაროვას.
  • სახაზინო დეპარტამენტის საგარეო აქტივების კონტროლის ოფისმა გამოავლინა ორი იახტა,რომელიც სანქციების ქვეშ მოექცევა: „რუსეთის დროშის ქვეშ მყოფი Graceful და კაიმანის კუნძულების დროშის ქვეშ მყოფი Olympia“, როგორც „დაბლოკილი საკუთრება, რომლითაც პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი დაინტერესებულია“.
  • სანქციები ასევე ეხება ორ სხვა იახტს, Shellest-სა და Nega-ს, ორივე რუსული კომპანიების საკუთრებაშია.
  • სანქციები შეეხება პუტინის „ახლო მეგობარს“ სერგეი პავლოვიჩ როლდუგინს, რომელიც პუტინის ერთ-ერთი ქალიშვილის ნათლიაა, ისევე როგორც როლდუგინის ცოლი, ელენა იურიევნა მირტოვას. როლდუგინი პეტერბურგის მუსიკის სახლის სამხატვრო ხელმძღვანელია, მირტოვა კი ოპერის სოპრანოა
  • სანქციების სიაში მთავრობიდან მოხვდა: რუსული სახელმწიფო ავიაციის კომპანიის პრეზიდენტი იური სლიუსარი; ვიტალი საველიევი, ტრანსპორტის მინისტრი; მაქსიმ რეშენნიკოვი, ეკონომიკური განვითარების მინისტრი; ირეკ ენვაროვიჩ ფაიზულინი, მშენებლობის, საბინაო და კომუნალური მომსახურების მინისტრი; და დიმიტრი იურიევიჩ გრიგორენკო, ვიცე-პრემიერი.

სანქციები შეეხება Severgroup-ს ხელმძღვანელს, ალექსეი მორდაშოვს და მისი ოჯახის სამ წევრს.  - ეს არის მრავალმილიარდ დოლარიანი რუსული საინვესტიციო კომპანია, რომელსაც აქვს ჰოლდინგი და შვილობილი კომპანიები: მეტალურგიაში, სამთოინჟინერიაში, ტურიზმში, ბანკში, მედიასა და ფინანსებში და სხვა სექტორებში. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი