უკრაინელ სამხედროებს შორის პირველი გამნაღმველი ქალი გამოჩნდა - მედია

გამოქვეყნდა:

ეროვნული გვარდიის რიგებში პირველი ქალი გამნაღმველი გამოჩნდა - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული გამოცემა ავრცელებს და წერს როგორ ეხმარება ის კიევის რეგიონის გადარჩენაში. 

სამხედრო მოსამსახურემ 13-წლიანი სტაჟით ეროვნული გვარდიის წევრმა ტრენინგი გაიარა კოსოვოს სასწავლო ცენტრში, სადაც მიიღო სტატუსი - „მაიორი“.

ამის შემდეგ 30 წლის მარინა ეროვნული გვარდიის ერთ-ერთ საინჟინრო განყოფილებას შეუერთდა. მან ახლახან აითვისა პროფესია თუმცა კიევის რეგიონში ის უკვე ახორციელებს საბრძოლო მისიებს საშიში საბრძოლო მასალის აფეთქების მიზნით.

რამდენიმე მეტრის სიგრძის თხრილში მარინა აწყობს მძიმე საარტილერიო ჭურვებს რამდენიმე რიგში, რათა ააფეთქოს საშიში საბრძოლო მასალები. უსაფრთხოა თუ არა მათი აფეთქება, დამოკიდებულია ამ ამოცანის სისწორეზე. კაცები მხარს უჭერენ ახალ კოლეგას:

"მანიკური ნომერ პირველი თემაა, რადგან ასეთი ფერის და ამხელა ფრჩხილები მაქვს... ყოველთვის ჩემ გვერდით არიან, მარტო არ მტოვებენ, რადგან ახალბედა ვარ", - ამბობს ქალი გამნაღმველი.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი