რატომ ეშინია პუტინს საკუთარი ხელის ბიჭის? | მედიის ინფორმაციით, კადიროვის მამის სიკვდილი, სავარაუდოდ, პუტინმა შეუკვეთა

გამოქვეყნდა:

რატომ ეშინია პუტინს კადიროვის? და რატომ ადანაშაულებენ პუტინს კადიროვის მამის მკვლელობაში? - ამ თემაზე უკრაინულმა მედიამ "2plus2" სიუჟეტი მოამზადა. 

მასალაში ნათქვამია, რომ ჩეჩნეთის რესპუბლიკის მეთაური, რამზან კადიროვი რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ერთგული მეგობარი და დიდი ხნის თაყვანისმცემელია. რამზანი არასოდეს მალავდა თავის სიმპათიას პუტინის მიმართ.

„მე ყოველთვის ვამბობ: ვლადიმერ ვლადიმერ ვლადიმერვიჩის ვალი მაქვს, პრეზიდენტი იქნება თუ რიგითი. მთელი ცხოვრება ერთი ადამიანის ვალში ვარ - პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის... სხვა ასეთი სიმპათიური მამაკაცი არ არსებობს“, - თქვა კადიროვმა მადლობის ნიშნად.

მაგრამ მათი ამბავი რამზანის მამით, ახმად კადიროვით დაიწყო. ახმადი, მისი შვილის მსგავსად, კრემლის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი რუპორი იყო და ჩეჩნეთის ომის შემდეგაც, როდესაც რესპუბლიკა თითქმის განადგურდა, ახმატი პუტინის მხარეს დადგა.

„არავინ აიძულებდა მას, მამამისს, არავის მოუთხოვია რამე. ის თავად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ჩეჩნეთი უნდა იყოს რუს ხალხთან და უნდა იყოს რუსეთთან“, - თქვა პუტინმა.

მაგრამ 2004 წლის 9 მაისს ჩეჩნეთის ლიდერი მოკლეს. აფეთქება სწორედ იმ მოედანზე მოხდა, სადაც იმ დროს ახმატ კადიროვი იმყოფებოდა. გროზნოში, დინამოს სტადიონის ცენტრალურ ტრიბუნაზე ასაფეთქებელი მოწყობილობა აფეთქდა.

უკრაინული მედიის ცნობით, არსებობს ვერსია, რომ ეს პუტინის ბრძანებით გაკეთდა და მისი სიკვდილი პირადად რუსეთის პრეზიდენტმა შეუკვეთა. 

"სიცოცხლის ბოლო წლებში ახმატი გახდა ნაკლებად ლმობიერი და არ სურდა მთლიანად დამორჩილებოდა პუტინს, ამიტომ მისი ავტორიტეტი გაიზარდა. სავარაუდოდ, ეს შეიძლება გამხდარიყო მისი მოშორების მიზეზი. იმის გამო, რომ რამზანს იმ დროს არ ჰქონდა ავტორიტეტი და რეპუტაცია, ის ან პუტინის მსახურებას უნდა დათანხმებოდა, ან წინააღმდეგ შემთხვევაში, არავინ იქნებოდა. მან აირჩია პირველი.",- ამბობს 2plus2. 

 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი