სალომე სამადაშვილმა ვერ მოითმინა და თქვა, რომ თუ უკრაინა და მოლდოვა კანდიდატის სტატუსს მიიღებს და საქართველო არა, პასუხისმგებლობა მთავრობამ უნდა აიღოს და გადადგესო, ეს არის მათი გეგმა, - ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ "იმედთან" ისაუბრა.
მდინარაძე "კონსპირაციულ თეორიას" ავითარებს და ამბობს:
„მარტივად გაიშიფრნენ და დაიწყეს საუბარი იმაზე, რაც უნდათ. სუბიექტურად, მათი ინტერესია, რომ საქართველომ არ მიიღოს კანდიდატის სტატუსი და ამაზე თავიანთი პოლიტიკური გეგმები ააგონ. თუ დსთ-ში მყოფი მოლდოვას მიმართ პოზიტიური გადაწყვეტილება იქნება ევროკავშირის მხრიდან და საქართველოს მხრიდან არა, ეს აქტიური ჩარევის შედეგი და ნამუშევარი არ იქნება ამ საკითხზე? ეს უნდათ დააჯერონ ქართულ ან დასავლურ საზოგადოებას?!“, - თქვა მამუკა მდინარაძემ.