დღეს არავინ არ არის ლობისტი, რომ საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი - იუკნევიჩიენე

გამოქვეყნდა:

"დღეს, როცა ყოფილი პრეზიდენტი ციხეშია, ეს არის მიუღებელი ევროპული პოლიტიკური რეალობისთვის" - ამბობს "მთავარ არხთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში ევროპარლამენტარი, რასა იუკნევიჩიენე. მან აღნიშნა, რომ EPP-ს ყრილობაზე მიხეილ სააკაშვილის სახელზე სიმბოლურად ცარიელი სკამი დატოვეს, იმის იმედად, რომ ის მალე დაუბრუნდება პარტიას.

მისი თქმით, ევროპარლამენტარები საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ვერ ხედავენ განსაკუთრებულ ნაბიჯებს და აქტიურობას, ქვეყნის ევროინტეგრაციისთვის. რასა იუკნევიჩიენემ პროცესებში ბიძინა ივანიშვილის ჩართულობაზე ისაუბრა, რაც უარყოფითად აისახება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე.

"დღეს, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ საქართველოს მთავრობაზე და საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებაზე, ხელისუფლებამ უნდა იცოდეს, რომ ის უნდა იყოს აქტიური. ჩვენ ვიცით, რომ პროცესებს განსაკუთრებით მართავს ბიძინა ივანიშვილი. მათ შეეძლოთ გაეკეთებინათ ყველაფერი, რომ გაეუმჯობესებინათ სიტუაცია ისე, რომ ევროკავშირის არცერთ პოლიტიკოსს არ გასჩენოდა ეჭვები. მაგრამ დღეს არავინ არ არის ლობისტი, რომ საქართველო, ეს ლამაზი ქვეყანა, გახდეს ევროკავშირის წევრი. ამჯერად ძალიან ძნელია სიტუაციის შეცვლა, გარდა ერთი ამბისა, უნდა ვკითხოთ ქართველ ხალხს, ნამდვილად უნდა ასეთი მოცემულობა? ასეთი პრეცედენტი ევროპულ ისტორიაში ჯერ არ ყოფილა", - ამბობს რასა იუკნევიჩიენე.

იხილეთ სრული ინტერვიუ: 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი