საქმიანი ვითარება არაა, არ გაგცემთ პასუხს - ბრეგაძე კითხვებს არ პასუხობს

გამოქვეყნდა:

იუსტიციის მინისტრი არ პასუხობს "მთავარი არხის" კითხვას, გადაიყვანენ თუ არა მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ, თუ "ემპათია" შესაბამის დასკვნას გამოაქვეყნებს. "მთავარმა არხმა" მისი ჩაწერა ქუთაისში სცადა. ჩვენ, ასევე, გვსურდა მინისტრს პრეზიდენტის ინტერვიუ შეეფასებინა.

"მე გითხარით უკვე, რომ არავითარ შემთხვევაში, ასეთ დროს, როდესაც მოდიხართ გაუფრთხილებლად, არ გაგცემთ კითხვაზე პასუხს, ეს არ არის საქმიანი ვითარება და შესაბამისად არ გაგცემთ პასუხს", - თქვა რატი ბრეგაძემ. 

ცნობისთვის, გუშინ სალომე ზურაბიშვილმა თქვა, რომ საჭიროა ქვეყნის რეპუტაცია არ დაშავდეს და ხელისუფლებამ ყველა სათანადო ზომა მიიღოს იმისთვის, რომ მიხეილ სააკაშვილის არაფერი მოუვიდეს. 

ცენტრი "ემპათია" დასკვნას დაახლოებით 2 კვირაში გამოაქვეყნებს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი