
გერმანიის საელჩო საქართველოში აცხადებს, რომ გერმანიაში შესვლა ისევ მხოლოდ აცრილი პირებისთვის არის შესაძლებელი. განცხადება მათ Facebook-ზე გამოაქვეყნეს. 31 მაისს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ყველა შეზღუდვა იხსნებოდა.
"გერმანიის შესაბამისმა უწყებებმა გვაცნობეს, რომ საქართველოდან გერმანიაში შესვლა ამ ეტაპზე კვლავ მხოლოდ მინიმუმ ორი დოზით აცრილი პირებისთვის არის შესაძლებელი. ვაქცინა აღიარებული უნდა იყოს ევროკავშირის მიერ", - წერია განცხადებაში.
გერმანიაში შესვლისას აუცილებელია ტესტის წარდგენა. გარდა ამისა გარკვეული რეგიონებიდან გერმანიაში შესვლისას მოქმედებს ელექტრონული რეგისტრაციისა და კარანტინში ყოფნის ვალდებულება. დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ ნახოთ აქ.