ომის დაწყებიდან რუსეთმა დაახლოებით 30 950 ჯარისკაცი დაკარგა - უკრაინის გენშტაბი

გამოქვეყნდა:

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი რუსი ოკუპანტების სამხედრო დანაკარგის შესახებ განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს. მონაცემები მოიცავს 24 თებერვლიდან 3 ივნისამდე პერიოდს.

გენშტაბის ცნობით, ოკუპანტების სამხედრო დანაკარგი ასეთია:

  • ჯარისკაცი - დაახლოებით 30 950;
  • ტანკი - 1 367;
  • ჯავშანტექნიკა - 3 366;
  • საარტილერიო სისტემა - 675;
  • სარაკეტო სისტემა - 207;
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა - 95;
  • თვითმფრინავები - 210;
  • ვერტმფრენი - 175;
  • ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი - 535;
  • საკრუიზო რაკეტები - 121;
  • საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზები - 2 329;
  • გემი/ნავი/კატარღა - 13;
  • სპეციალური აღჭურვილობა - 51.
მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი