"გადადგი ნაბიჯი ევროპისკენ" | ეროვნულ ბიბლიოთეკაში ელჩების მონაწილეობით დისკუსია მიმდინარეობს

გამოქვეყნდა:

"გადადგი ნაბიჯი ევროპისკენ!" - ამ კამპანიის ფარგლებში ეროვნულ ბიბლიოთეკაში ახალი სამოქალაქო ინიციატივის დისკუსია იწყება ელჩების მონაწილეობით. უკვე ადგილზე იმყოფებიან საფრანგეთის, ესტონეთისა და შვედეთის ელჩები.

მთავარი განსახილველი თემა საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭება იქნება.

"ის, რომ ევროკომისიის ანგარიშის გამოქვეყნება გადაიწია ერთი კვირით, ეს მოწმობს იმაზე, რომ ალბათ აქტიური მსჯელობა მიმდინარეობს, თუ როგორ უნდა მოხდეს თითოეულ ქვეყანასთან ინდივიდუალური მიდგომის დაფიქსირება. მე იმედი მაქვს, რომ არ მოხდება ამ ტრიოს ფორმატის დარღვევა. პირობითობა ყველა ვარიანტში უნდა იყოს, თუ იქნება რაღაც პროგრესი, თუ პროგრესს არ ველოდებით, მაშინ ამ პირობითობასაც აზრი ეკარგება", - ამბობს საქართველოს ყოფილი ელჩი დანიაში, ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის უფროსი მკვლევარი გიგი გიგიაძე.

დისკუსიის მნიშვნელობაზე ისაუბრა ასევე "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" აღმასრულებელმა დირექტორმა, ეკა გიგაურმა:

"საბოლოო გადაწყვეტილებას და პირველ შეფასებასაც კი, ვხედავთ, რომ ცოტა გადაიდო, იმიტომ რომ არაფერი არ არის დღეს გადაწყვეტილი და კიდევ აქვს ყველა ქვეყანას შანსი, რომ სტატუსი მიიღოს, განსაკუთრებით საქართველოს. ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ ჩვენი პარტნიორების პოზიცია იმასთან დაკავშირებით, თუ რა ნაბიჯები უნდა გადავდგათ ევროპის მიმართულებით იმისთვის, რომ პოზიტიური პასუხი მივიღოთ", - თქვა გიგაურმა.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი