სასამართლოს არ უნდა ვუკარნახოთ რა არის დროული და რა არა - ღუდუშაური ზურაბიშვილს

გამოქვეყნდა:

დეპუტატი ალუდა ღუდუშაურის პრეზიდენტის კრიტიკულ განცხადებებს პასუხობს და ამბობს, რომ "ობიექტური რეალობა" არის ის, რასაც "ოცნებაში" ამბობენ. მისივე თქმით, თუ პრეზიდენტი სიღრმისეულად შეხედავს სურათს, ძნელი დასანახი არ უნდა იყოს ის, რომ ქვეყანაში არიან პოლიტიკური ჯგუფის წარმომადგენლები, ვისთვისაც მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ქვეყანა ჩართული იყოს საომარ მოქმედებებში და საქართველოში მოეწყოს "მეორე ბუჩა და გაიხსნას მეორე ფრონტი".

ღუდუშაურმა პრეზიდენტის საპასუხოდ თქვა, რომ სასამართლოს არ უნდა ვუკარნახოთ რა არის დროული და რა არა.

"სიმართლე გითხრათ, არ ვიცი რას ფიქრობს ქალბატონი ზურაბიშვილი, მაგრამ ვიცი ერთი რამ, როდესაც პრეზიდენტი საუბრობს, თან მითუმეტეს ყოფილი მაღალი რანგის დიპლომატი, როგორიც ქალბატონი სალომე არის, კარგად უნდა გვესმოდეს ყველას ჩვენ რომ, სასამართლოს არ უნდა ვუკარნახოთ რა არის დროული და რა არ არის დროული, სასამართლო ხელისუფლება არის დამოუკიდებელი, შეუვალი, ასეთი განცხადებები მხოლოდ აზიანებს არა მარტო სასამართლოს, არამედ პირდაპირ ურტყამს დემოკრატიის ფესვებში ამიტომ თავი დავანებოთ სასამართლოს განრიგის დაწესებას, რა დროული არის, რა არ არის დროული", - თქვა ღუდუშაურმა.

მისივე თქმით, ვინმეს თუ სასამართლოს გადაწყვეტილება არ მოსწონს შეუძლია "კალმები მოიმარჯვოს" და გაასაჩივროს. დეპუტატის აზრითვე, ნიკა გვარამიას შეწყალება არასამართლიანი იქნება.

"თუ ვინმე პოლარიზაციის მთავარი უმთავრესი წყარო არის, ეს არის ბატონო გვარამია და გვარამიასთან მიმართებაში შეწყალების აქტის გამოცემა კიდევ უფრო გაზრდის ამ ყველაფერს და რა თქმა უნდა, ეს ჩემი აზრით იქნება არასამართლიანი, არაობიექტური, როცა სასამართლომ თქვა, რომ დიახ, გვარამიამ 7 მლნ ლარი მოპარა მედიას", - თქვა ღუდუშაურმა. 

იხილეთ ასევე: 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი