"ერთად ევროპისკენ" - თბილისში მასშტაბური აქციისთვის ემზადებიან, რომლის ორგანიზატორები საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები არიან. კვირას, 5 ივნისს, შეკრებაზე ელოდებიან ყველას, ვისთვისაც ევროპული ღირებულებები და ქვეყნის დემოკრატიული განვითარებაა მნიშვნელოვანი. აქცია საღამოს 7 საათზე, პირველი რესპუბლიკის მოედანზე გაიმართება. ადგილზე, ევროკავშირის დროშაზე აქციის მონაწილეები ხელმოწერებს გააკეთებენ და დროშას სიმბოლურად ბრიუსელში გააგზავნიან.