ლისიჩანსკის დაბომბვას მსხვერპლი მოჰყვა

გამოქვეყნდა:

ლუგანსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სერგეი გაიდაის ინფორმაციით, სევეროდონეცკში მძიმე ბრძოლები გრძელდება, რუსებმა საჰაერო იერიში მიიტანეს სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე. ქალაქის ცენტრში დანგრეულია 9 სახლი. ინფრასტრუქტურა დაზიანებულია ასევე ლისიჩანსკში, სადაც მტრის საარტილერიო ჭურვებს ერთი ქალი ემსხვერპლა.

ოკუპანტები აგრძელებენ სამოქალაქო ინფრასტრუქტურისა და უკრაინელი სამხედროების დაბომბვას სევეროდონეცკის, ბორივსკის, უსტინივკასა და ლისიჩანსკის რაიონებში- წერს გაიდაი.

მისივე ინფორმაციით,  მეტოლკინოსა და ბელოგოროვკას მიდამოებში, მტერმა თავდასხმებისას მნიშვნელოვანი ზარალი განიცადა და უკან დაიხია.

დღეს უკრაინაში პუტინის ომის მე-100 დღეა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი