"რეფორმები, რეფორმები და რეფორმები არის გზა ევროპისკენ" - შვედეთის ელჩი საქართველოში

გამოქვეყნდა:

საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასა და უსაფრთხოების პოლიტიკაზე დღეს ეროვნულ ბიბლიოთეკაში მსჯელობდნენ. დიპლომატები და საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტები ღიად ამბობენ რომ საქართველომ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის რომ ისტორიული შანსი გამოიყენოს.  დისკუსია ახალი სამოქალაქო მოძრაობის, "გადადგი ნაბიჯი ევროპისკენ" ინიციატივით გაიმართა. 

შვედეთის ელჩმა საქართველოში, მოსალოდნელ შედეგებთან დაკავშირებით პროგნოზისგან თავი შეიკავა:

"ჩვენ ველით დისკუსიებს ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის. დღეს მე არ დავიწყებ სპეკულაციას შედეგთან დაკავშირებით და არ გავაკეთებ რაიმე სახის ნაადრევ კომენტარებს. ჩვენ ახლა პირველი ნაბიჯის სახით ველით ევროკომისიის მოსაზრებას. მე ვიტყოდი უფრო ზუსტად, ბუნების სამ რამეს. პირველი, ევროინტეგრაცია, რა თქმა უნდა, არის გრძელვადიანი პროცესი.
მეორე საკითხია, რას გააკეთებს თავად საქართველო ამ გრძელვადიან პროცესში. ჩემთვის ეს გულისხმობს ძირითადად სამ საკითხს, ეს არის ძლიერი ეროვნული ერთობა ამ პროცესში. მეორე, არ იქნება თავის არიდების საშუალება ევროკავშირის ღირებულებების მკაცრი და სრული შესრულებისთვის დემოკრატიის, ადამიანის უფლებების, კანონის უზენაესობისა და თანასწორობის მიმართულებით. ეს ღირებულებები ფუნდამენტურია ევროკავშირისთვის და ნებისმიერი ქვეყნის ევროინტეგრაციისთვის და ეს არა მხოლოდ აახლოებს ქვეყანას ევროკავშირთან, ეს აძლიერებს ნებისმიერ ქვეყანას და ხდის მას მეტად მდგრადს, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დღეს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიისა ფონზე და ევროპის უსაფრთხოებისთვის და მესამე, მნიშვნელოვანია ფართო რეფორმების გაგრძელება და აჩქარება კიდეც, იმიტომ რომ რეფორმები, რეფორმები და რეფორმები არის გზა ევროპისკენ." თქვა შვედეთის ელჩმა საქართველოში, ულრიკ ტიდესტრომმა.

იხილეთ ასევე:

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი