Yandex-ის დამფუძნებელი ევროკავშირის სანქციების სიაში მოხვდა

გამოქვეყნდა:

Yandex-ის დამფუძნებელი, არკადი ვოლოჟი ევროკავშირის სანქციების სიაში მოხვდა -  ინფორმაციას BBC ავრცელებს. 

უკრაინაში რუსეთის შეჭრასთან დაკავშირებით, ევროკავშირის სანქციების მეექვსე პაკეტი დღეს ამოქმედდა. შესაბამისი დოკუმენტი გამოქვეყნდა ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში.

ევროკავშირის სანქციების სიაში შეყვანიდან ნახევარი საათის შემდეგ, ცნობილი გახდა, რომ არკადი ვოლოჟი ტოვებს ყველა თანამდებობას  "Yandex"-ში. 

 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი