"ომი აჩვენებს ვის რა ფასი აქვს..." | Armyinform პოლკოვნიკ, ოლეგ გეგეჭკორზე

გამოქვეყნდა:

ოლეგ გეგეჭკორი: "ომი აჩვენებს ვისრა ფასი აქვს..." - უკრაინის ქართველ გმირზე სტატიას უკრაინის თავდაცვის სამინისტროს საინფორმაციო სააგენტო Armyinform ავრცელებს. 

ინტერვიუ 2 წლის წინ არის ჩაწერილი და ჟურნალისტი წერს, რომ როდესაც უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ  პოლკოვნიკ ოლეგ გეგეჭკორს სიკვდილის შემდეგ უკრაინის გმირის წოდება მიანიჭა,თავში მხოლოდ ერთი ფრაზა უტრიალებდა: „თუნდაც სიკვდილის შემდეგ...“.

ქართული წარმოშობის ყირიმელი სამხედრო მფრინავი, ოლეგ გეგეჭკორი 8 მარტს, კიევის დაცვის დროს, საბრძოლო ფრენისას დაიღუპა.

"ბოლოს ორი წლის წინ შევხვდით პატარა მყუდრო კაფეში... ჩვენ ვისაუბრეთ ყველაფერზე... გაგვიზიარა  შვეულმფრენების ფრონტის რუტინა და ინსტრუქციები - როგორ უნდა იფრინო დღეში 12 საათის განმავლობაში, როგორია საზღვრის გასწვრივ "გასეირნება". როგორი იყო, როცა 2014 წლის ზაფხულში მტრის საგუშაგოზე გაგზავნეს. მუდამ პოზიტიური და მომღიმარი ოფიცერი ამაყად ყვებოდა, როგორ შურს ყველას პილოტების, რომ უკეთესი პროფესია არ არსებობს... მხოლოდ საუბრის ბოლოს ოლეგ იროდიევიჩმა გულწრფელად აღიარა: "დაღლილი ვარ... მაგრამ მაინც ვიბრძვი...

პოლკოვნიკი ოლეგ გეგეჭკორი 20 წელზე მეტია გამოცდილი მფრინავია.  2014 წლამდეც არ ყოფილა პერიპეტიები - სადაც არ გაფრინდა: ლიბერიასა და სიერა ლეონეში, მსახურობდა სამძებრო დანაყოფში.",- ვკითხულობთ სტატიაში. 

Armyinform-ის კორესპონდენტი იხსენებს: ოფიცერმა თქვა, რომ ხშირად საჭირო იყო აფრენა და დაშვება გამორთული ფარებით, რადგან სნაიპერები ყველგან შეიძლებოდა ყოფილიყვნენ ჩასაფრებულები. 

"კარგია, მთვარე მაინც თუ ანათებს და რამე მაინც ჩანს. მახსოვს, როგორ გავფრინდით ოთხი ვერტმფრენით ამბროსიევკაში, დაჭრილებს ჩავაკითხეთ, სამოცი დაჭრილი უნდა წამოგვეყვანა. ჩავფრინდით და იქ სამოცის ნაცვლად ასთვრამეტი დაჭრილი დაგვხვდა. როგორც შეგვეძლო, ისე ვატევდით ვერტმფრენებში… სრულ სიბნელეში მივფრინავდით ოთხი ვერტმფრენით, ერთმანეთისგან მცირე მანძილი გვაშორებდა, მერე რიგრიგობით ვეშვებოდით...ასეთ სირთულეებს ვერცერთი წვრთნისას ვერ ნახავდი",- ყვებოდა მფრინავი.

ოლეგ გეგეჭკორი ამბობდა, რომ ყველაფრისთვის მზად მყოფი კაცის ფსიქიკაც კი ვერ გაუძლებდა ზოგჯერ ისეთი სირთულეები წარმოიქმნებოდა:

" "სიბნელე, წვიმა... ვუყურებ, სალონში ნაგავია მიმოფანტული. მე ვიწყებ შეშფოთებას, რადგან ჩემი ვერტმფრენი ყოველთვის წესრიგშია. შეფუთვას ვურტყამ და უცებ დაჭრილი მეუბნება: „მეთაურო, ეს ჩემი ფეხია...“ ბოდიში მოვუხადე, მაგრამ ეს შემთხვევა ძნელად ამომივა გონებიდან...

იშვიათად მამახსოვრდებოდნენ დაჭრილები. ჩვენს ეკიპაჟს დღეში ასობით დაჭრილი გადაჰყავდა. მოგვიანებით მოდიოდნენ და მიყვებოდნენ, რომ თქვენ გადმოგვაფრინეთ და მადლობაო. ომი აჩვენებს, ვის რა ფასი აქვს. დადიხარ მეგობრებთან ერთად, ჩვეულებრივად ურთიერთობ, ერთი შეხედვით, ჩვეულებრივი ხალხია, მაგრამ როცა საჭიროა, კბილებს აღრჭიალებენ და შეუძლებელს აკეთებენ",- წერია სტატიაში. 

სტატიის ბოლოს ჟურნლისტი ამბობს, რომ მათი საუბრიდან დაახლოებით ორი წელი გავიდა და ეს თითქოს ათწლეულს უდრის. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი