პრეზიდენტისა და საქართველოს ხელისუფლების გზა ისევ გაიყო. სალომე ზურაბიშვილი ოცნების პოლიტიკას ემიჯნება. სატელევიზიო ეთერი პრეზიდენტმა ხელისუფლების კრიტიკისთვის გამოიყენა, მართლმსაჯულების ხარისხიც უარყოფითად შეაფასა და არ დამალა, რომ საქართველოს ევროპული ოჯახის წევრობა სურს, თუმცა ქვეყანა ამ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას მოუმზადებელი ხვდება.
შეტევას საპასუხო თავდასხმა მოჰყვა ოცნების მხრიდან - პრეზიდენტსა და ხელისუფლებას შორის ახალი პოლიტიკური ფრონტი გაიხსნა.
უცნობია პასუხი კითხვაზე შეიწყალებს თუ არა სალომე ზურაბიშვილი ნიკა გვარამიას, მაგრამ ცნობილია პრეზიდენტის პოზიცია - ნიკა გვარამია არ უნდა დაეკავებინათ.