
ტოტალური მოსმენების და სუს-ის კრებსების ნამდვილობის კიდევ ერთი დადასტურება - შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი აღიარებს იმას, რასაც საქართველოს უსაფრთხოება დაჟინებით უარყოფდა.
რელიგიის თავისუფლების შესახებ ყოველწლიურ ანგარიშში ვაშინგტონი პირდაპირ წერს, რომ საქართველოში სასულიერო პირებს სპეცსამსახური გამუდმებით უსმენდა.
თბილისში ამ ანგარიშზე ოფიციალური რეაქცია ჯერ არ ჰქონიათ. ქართული ოცნების ხელისუფლება პაუზას იღებს და შემდეგ ალბათ ისევ მთავარ სტრატეგიულ მოკავშირეს ან ოპოზიციას და სამოქალაქო ორგანიზაციებს დაადანაშაულებს.
გაცილებით მოულოდნელი აღმოჩნდა სასულიერო პირების რეაქცია - სინოდის წევრებისთვის ფარულ მიყურადებაში გასაკვირი არაფერია.
ავტორი: გუგა მაისურაძე