ომის მე-100 დღეს "მარიუპოლის დღიურის" ავტორმა ოჯახთან ერთად ოკუპაციისგან თავის დაღწევა მოახერხა

გამოქვეყნდა:

ომის მე-100 დღეს 8 წლის იგორმა, მარიუპოლის დღიურის ავტორმა, რომელმაც მთელი უკრაინა ატირდა, დედა ოლენასთან, და ვერონიკასთან და ბებია ტეტიანასთან ერთად ზაპოროჟიაში გამგზავრება მოახერხა - ამის შესახებ მარიუპოლელმა მხატვარმა და მსახიობმა, ევგენ სოსნოვსკიმ Facebook-ზე დაწერა.

სოსნოვსკის თქმით, ეს ბიჭი მისი დისშვილის შვილია: 

"მათ ეს გააკეთეს! იმავე ბიჭმა, რომელმაც დაწერა "მარიუპოლის დღიური" და მისმა ოჯახმა შეძლეს ოკუპირებული მარიუპოლის დატოვება ომის მე-100 დღეს! ორი დაჭრილი ბავშვი, მათი დაჭრილი დედა და ბებია უკვე უსაფრთხოდ არიან და ახლა ზაპოროჟიეში არიან! “ - წერს სოსნოვსკი.

ცნობისთვის, მაისის დასაწყისში სოსნოვსკიმ გამოაქვეყნა საბავშვო ხელნაწერის რამდენიმე გვერდი. დღიურში, რომლის გვერდების ფოტომ მსოფლიო მოიარა, ბიჭი წერს: „მე დამეღუპა ორი ძაღლი. დამეღუპა, ასევე, ბებია და ჩემი მარიუპოლი". ბიჭმა გარდაცვლილი ბებია და ძაღლები ანგელოზებად დახატა - ფრთებით.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი