"მოგება ოფშორებში გადარიცხა" | ყირგიზეთში Covid19-ის ვაქცინების საქმეზე ჯანდაცვის მინისტრი დააკავეს

გამოქვეყნდა:

ყირგიზეთმა ჯანდაცვის მინისტრი კორუფციის ბრალდებით დააკავა - ამის შესახებ ინფორმაციას Aljazeera ავრცელებს. ალიმკადირ ბეიშენალიევს ბრალად ედება კორუფციულ სქემაში მონაწილეობა, რომელიც დაკავშირებულია COVID-19 ვაქცინების შეძენასთან.

პროკურორებმა განაცხადეს, რომ ბეიშენალიევი იყო ჩართული ორ მილიონზე მეტი კოროვირუსის ვაქცინის დოზის შეძენაში ეროვნული მოთხოვნების შესაბამისად, საიდანაც მოგება „ირიცხებოდა ოფშორულ ანგარიშებზე“. 

განკარგულმა თანხამ შეადგინა 1,5 მილიარდი სომი (19 მილიონი დოლარი). 

„მიუხედავად იმისა, რომ ყირგიზეთი იღებს უფასო კორონავირუსის ვაქცინებს ჩინეთიდან, რუსეთიდან, აზერბაიჯანიდან, ყაზახეთიდან და საერთაშორისო ორგანიზაციებიდან, 2021 წელს კიდევ 2,460,000 დოზა კორონავირუსის ვაქცინა იქნა მიღებული უცხოური კომპანიებისგან“, - ნათქვამია განცხადებაში.

გენერალურმა პროკურატურამ განაცხადა, რომ ბეიშენალიევის წინააღმდეგ 7 სისხლის სამართლის საქმე აღიძრა: ორი საქმე ქრთამის გამოძალვის ფაქტებზე და საქმეები სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენებისა და აშკარად წამგებიანი კონტრაქტების დადებისთვის.

სტატიაში ვკითხულობთ, რომ ალიმკადირ ბეიშენალიევს მეტსახელად მრავალწლიანი შხამიანი მცენარის სახელი, "აკონიტი"  ( ტილჭირი) შეარქვეს, რადგან ხელს უწყობდა სახლში დამზადებული თხევადი ხსნარის პოპულარიზაციას, როგორც  კორონავირუსისა და სხვა დაავადებების სამკურანალო საშუალებას. 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი