მიხეილ სააკაშვილის დიაგნოზებში არ არის არცერთი ისეთი დაავადება, რომელიც არ იკურნება საქართველოში - ბრეგაძე

გამოქვეყნდა:

რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, მის დიაგნოზებში არ არის არცერთი ისეთი დაავადება, რომელიც არ იკურნება საქართველოში - ამბობს იუსტიციის მინისტრი, რატი ბრეგაძე მიხეილ სააკაშვილზე. 

მინისტრი ბრეგაძე ისევ ამტკიცებს, რომ მესამე პრეზიდენტის გადაყვანა აუცილებელი არაა და ამბობს, რომ მაქსიმალურად უნდა სცენ პატივი ექიმებსა და სამედიცინო პერსონალს საქართველოში, რომელიც ძალიან მაღვალკვალიფიციურია

"იმისთვის, რომ ადამიანმა შეძლოს საზღვარგარეთ წასვლა, ვგულისხმობ პატიმარს, ის არ უნდა იყოს მსჯავრდებული და არ უნდა იხდიდეს სასჯელს საქართველოში. თუკი საუბარია იმაზე, რომ ადამიანი უნდა იყოს გაყვანილი საზღვარგარეთ, მას უნდა გადაუვადდეს სასჯელი, ან უნდა გათავისუფლდეს სასჯელისგან. ამის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სასამართლო. იუსტიციის სამინისტრო მოქმედებს კანონის შესაბამისად და რასაც გადაწყვეტს სასამართლო, ჩვენი მოქმედება იქნება შესაბამისი. პრაქტიკა იმისა, რომ მსჯავრდებული პატიმარი იყოს გაყვანილი ქვეყნის გარეთ სამკურნალოდ არ არსებობს", -ამბობს რატი ბრეგაძე. 

ცნობისთვის, უკვე 20 დღეზე მეტია, რაც მიხეილ სააკაშვილი მკურნალობის კურსს "ვივამდეში" გადის, თუმცა ამ დრომდე არსებული მონაცემებით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არ გაუმჯობესებულა.  

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი