სწორი გადაწყვეტილება მივიღეთ, რომ პარლამენტში ზელენსკის გამოსვლა არ იქნა პოზიტიურად განხილული - ვოლსკი 

გამოქვეყნდა:

"თუკი ამბობს, რომ უნდა დაგვეშვა პარლამენტში ზელენსკის გამოსვლა, ერთი რამე უნდა იცოდეს მან და საზოგადოებამ, რომ ჯერ ერთი, ასეთი თხოვნით არ მოუმართავს და მეორეც, მან საკმაოდ აგრესიული განცხადებები გააკეთა. მიუხედავად იმისა, რომ უკრაინაში არის რთული მდგომარეობა, ჩვენ მათთვის არც პოლიტიკური, არც ჰუმანიტარული და არც ადამიანური მხარდაჭერა არ დაგვიკლია. მიუხედავად ამისა, რასაკვირველია, სწორი გადაწყვეტილება მივიღეთ, რომ პარლამენტში მისი გამოსვლა არ იქნა პოზიტიურად განხილული, მიუხედავად იმისა, რომ არც მოუმართავს. ადამიანი, რომელიც ამბობს, რომ ხალხმა ხელისუფლებაზე უნდა გაიმარჯვოს და მხედველობაში არ იღებს, თუ რა გააკეთა ხელისუფლებამ ამ პერიოდში, ხელისუფლების მხრიდან ასეთი გადაწყვეტილების მიღება სწორი არ იქნებოდა“

- თქვა გია ვოლსკიმ სალომე ზურაბიშვილის განცხადების საპასუხოდ "საზოგადოებრივ მაუწყებელთან"

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი