სევეროდონეცკთან Reuters​-ის 2 ჟურნალისტი დაშავდა, მათი მძღოლი კი დაიღუპა

გამოქვეყნდა:

Reuters-ის ორი ჟურნალისტი დაშავდა, როდესაც მათ ცეცხლი გაუხსნეს აღმოსავლეთ უკრაინაში, ქალაქ სევეროდონეცკთან, დაუდასტურა Reuters-ის წარმომადგენელმა CNN-ს

სპიკერის თქმით, ავტომობილის მძღოლი, რომლითაც ისინი მოძრაობდნენ, დაიღუპა.

Reuters-ის ორმა ჟურნალისტმა დაზიანებები მიიღო, როდესაც მათ ცეცხლი გაუხსნეს სევეროდონეცკში მოგზაურობისას. ისინი მოძრაობდნენ რუსეთის მიერ მხარდაჭერილი სეპარატისტების მიერ მოწოდებული მანქანით, რომელსაც მართავდა სეპარატისტების მიერ დანიშნული პირი. ავტომობილის მძღოლი დაიღუპა“, - განაცხადა Reuters-ის წარმომადგენელმა.

მან მომხდართან დაკავშირებით, დამატებითი დეტალები არ დააკონკრეტა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი