"მოკავშირეების უმეტესობამ მაქსიმუმ 5 დღე მოგვცა, ეს 20-ჯერ მეტია, ვიდრე ყველაზე თამამი პროგნოზები" | არახამია ომის მე-100 დღეზე 

გამოქვეყნდა:

ომის მე-100 დღე უკრაინაში -  ფრაქცია "ხალხის მსახურის" თავმჯდომარე, დავით არახამია "ტელეგრამის" არხში წერს, რომ უკრაინამ საკუთარი ბრძოლისუნარიანობით დაძლია ომის პირველი ეტაპი და გააოცა საერთაშორისო საზოგადოება. 

არახამიას თქმით, მეორე ეტაპი კიდევ უფრო რთული იქნება, თუმცა ისინი ამ ბრძოლაში ღირსეულად გაიმარჯვებენ. 

"იმის გათვალისწინებით, რომ მოკავშირეების უმეტესობამ მაქსიმუმ 5 დღე მოგვცა, ეს 20-ჯერ მეტია, ვიდრე ყველაზე თამამი პროგნოზები.

ამ ხნის განმავლობაში ომის რამდენიმე ეტაპი გავიარეთ.

პირველ ეტაპზე ჩვენი ამოცანა იყო მსოფლიოსთვის დამემტკიცებინა, რომ უკრაინას შეუძლია და სურს დაიცვას თავისი სახელმწიფო, შეუძლია შეაჩეროს აგრესორი, რომელიც ჩვენზე 30-ჯერ დიდია ტერიტორიით და ათჯერ მეტი შეიარაღებითა და რესურსებით. ჩვენ წარმატებით გავიარეთ ეს ეტაპი.

ომის მეორე ეტაპი მიმდინარეობს. ამ ეტაპზე ჩვენ უნდა დავაჩქაროთ ჩვენი მოკავშირეებისგან იარაღის შეძენა, დავაგროვოთ საკმარისი რეზერვები და დავიწყოთ ფართომასშტაბიანი კამპანია ჩვენი ტერიტორიების დეოკუპაციის მიზნით.

პარალელურად, აქტიურ ფაზაში მიმდინარეობს მუშაობა ფინანსური და ეკონომიკური სირთულეების დაძლევაზე. ჩვენ უნდა შევთავაზოთ ახალი უკრაინის ხედვა ჩვენი გამარჯვების შემდეგ, დავეხმაროთ ბიზნესს სირთულეების გადატანაში, შევქმნათ პირობები მეწარმეებისთვის, რათა მათ შეძლონ საკუთარი თავის, ოჯახების და თანამშრომლების რჩენა.

პარალელურად, სპეციალური ჯგუფი მუშაობს ქვეყნის აღდგენის გეგმის შემუშავებაზე. საერთაშორისო ასპარეზზე მიმდინარეობს მუშაობა ყველა დაინტერესებული მხარის, პარტნიორის ჩართულობით, მზადდება კონკრეტული პროექტები და მოიძებნება დაფინანსების წყაროები. უახლოეს მომავალში ამ მოვლენებს საზოგადოებას წარვადგენთ.

ომის მეორე ეტაპი მეტ დროს, მოთმინებასა და ძალისხმევას მოითხოვს. მაგრამ ამაშიც აუცილებლად მივაღწევთ წარმატებას. მსოფლიო არაერთხელ გაოცდება, თუ რამდენად ძლიერი და მამაცი არიან ჩვენი ხალხი",- დავით არახამია. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი