"ბლეფია" - პუტინი ამტკიცებს, რომ უკრაინული მარცვლეულის ექსპორტს ხელს არ უშლის 

გამოქვეყნდა:

რუსეთი არ დგას უკრაინული მარცვლეულის ექსპორტის ბლოკირებისა და შესაძლო გლობალური სასურსათო კრიზისის უკან - თქვა პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა და ასეთ ბრალდებებს "ბლეფი" უწოდა სახელმწიფო ტელეარხ "Russia-1"-თან ინტერვიუში.

„ეს ბლეფია. და აგიხსნით რატომ. მსოფლიოში წელიწადში დაახლოებით 800 მილიონი ტონა ხორბალი იწარმოება. გვეუბნებიან, რომ უკრაინა მზად არის 20 მილიონი ტონა ექსპორტისთვის. ეს მხოლოდ 2,5%-ია“, - განაცხადა პუტინმა ინტერვიუში.

ცნობისთვის, მსოფლიოს ლიდერები განგაშს აცხადებენ, რადგან რუსეთის მიერ უკრაინის პორტების მრავალთვიანი ბლოკადა ზრდის გლობალური სასურსათო კრიზისისა და შიმშილის რისკს მსოფლიოს ზოგიერთ ნაწილში.

რუსეთის უკრაინაში შეჭრიდან 2 კვირის შემდეგ, რეგიონში წარმოებული ძირითადი სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ფასები გაიზარდა. ყველაზე დიდი პრობლემა არის ხორბალი. ხორბლის მიწოდება რუსეთიდან და უკრაინიდან ერთად, შეადგენს ხორბლის მსოფლიო ვაჭრობის თითქმის 30%-ს, ექსპორტი რაც ახლა რისკის ქვეშაა. ხორბლის გლობალურმა ფასებმა ამ კვირის დასაწყისში მიაღწია ყველა დროის მაქსიმუმს.

ამავდროულად, რუსეთი არ იშურებს ძალისხმევას, რომ დიდი რაოდენობით უკრაინული მარცვლეული მოიპაროს. რუსული ძალები იპარავენ ათასობით ტონა მარცვლეულს უკრაინელი ფერმერებისგან მათ მიერ ოკუპირებულ რაიონებში.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი