გროზნოში ჯგუფური სექსის სამი მონაწილე მოკლეს და ფარულად დაკრძალეს

გამოქვეყნდა:

ჩეჩნეთში ჯგუფური სექსის სამი მონაწილე მოკლეს და ფარულად დაკრძალეს - ამის შესახებ ინფორმაციას რადიო "თავისუფლება" აქვეყნებს. 

გამოცემის ცნობით, გროზნოში რამდენიმე კვირის წინ გაუჩინარებული სამი ადგილობრივი მოკლეს და სოფელ ვედენოში სასაფლაოზე დაკრძალეს. გამოცემა "კავკკაზ რეალიიმ" ამის შესახებ ჩეჩნეთის სამართალდამცავ ორგანოებში საკუთარი წყაროებისგან შეიტყო.

რამდენიმე კვირის წინ ინტერნეტში გამოქვეყნდა ფოტოები და ვიდეოები ორი მამაკაცისა და ორი ქალის მონაწილეობით, რომლებიც იყენებდნენ, სავარაუდოდ, ნარკოტიკულ ნივთიერებას და ასევე მონაწილეობდნენ ჯგუფურ სექსში.

მათი დაკარგვის შესახებ, აპრილის შუა რიცხვებში გახდა ცნობილი. რამდენიმე ტელეგრამის არხმა 3 ივნისს დაწერა, რომ ვიდეომ საბოლოოდ მიაღწია ჩეჩნეთის ხელმძღვანელობამდე, რომელმაც პოლიციას დაავალა დაეკავებინა ის ადამიანები, რომლებიც ამ ვიდეოში ფიგურირებდნენ.

ამის შემდეგ სამი დაკავებულის ბედის შესახებ არაფერი იყო ცნობილი. მხოლოდ ის, რომ ვიდეოზე აღბეჭდილი ერთ-ერთი გოგო გაათავისუფლეს, რადგან ის ჩეჩენი არ არის.

ჩეჩნეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურმა უგზო-უკვლოდ დაკარგულთა შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე კომენტარის პასუხად მხოლოდ ის თქვა, რომ ეს სინამდვილეს არ შეესაბამება.

ფოტო: რადიო "თავისუფლება"

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი