რუსმა ოკუპანტებმა ოდესის ერთ-ერთ რაიონზე სარაკეტო იერიში მიიტანეს - არიან დაშავებულები

გამოქვეყნდა:

რუსმა ოკუპანტებმა დილით ოდესის ოლქის ერთ-ერთ რაიონზე სარაკეტო დარტყმა განახორციელეს. უკრაინული მედიის ცნობით, მტრის საკრუიზო რაკეტა სასოფლო-სამეურნეო საწარმოს დაეცა. 

წინასწარი ინფორმაციით, დაშავდა ორი ადამიანი. 

"რუსეთის ფედერაციის სტრატეგიული ავიაციის თვითმფრინავებმა ოდესის ოლქის ერთ-ერთ რაიონზე დარტყმა საკრუიზო რაკეტებით განახორციელეს.  Х-59 ტიპის რაკეტა სასოფლო სამეურნეო საწარმოს დაეცა, სადაც ასევე საწყობია განთავსებული. წინასწარი ინფორმაციით, ორი ადამიანი დაშავდა. ხანძარი ლიკვიდირებულია", - თქვა ბრაჩუკმა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი