რუსეთის შეჭრის შემდეგ, თითქმის 14 მილიონი უკრაინელი იძულებული გახდა, საკუთარი სახლი დაეტოვებინა - გაერო

გამოქვეყნდა:

გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის მონაცემებით, რუსეთის შეჭრის შემდეგ, თითქმის 14 მილიონი უკრაინელი იძულებული გახდა, საკუთარი სახლი დაეტოვებინა.

ქვეყნიდან გასულთა უმეტესი ნაწილი ქალი და ბავშვია, რადგან 18-დან 60 წლამდე კაცებს ქვეყნის დატოვება საომარი მდგომარეობის დროს ეკრძალებათ.

უწყების ცნობით, უკრაინაში ამჟამად 15,7 მილიონ ადამიანს სჭირდება ჰუმანიტარული დახმარება. ასიათასობით ადამიანს არ აქვს წვდომა წყალზე და ელექტროენერგიაზე.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი