თბილისის ისტორიის მუზეუმიდან დროებითი გამოფენების კურატორი, ლიკა მამაცაშვილი გაათავისუფლეს

გამოქვეყნდა:

თბილისის ისტორიის მუზეუმიდან მიმდინარე რეორგანიზაციის ფარგლებში კურატორი, დროებითი გამოფენების უფროსი, ლიკა მამაცაშვილი გაათავისუფლეს. ინფორმაციას "რადიო თავისუფლება" ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ამ დროისთვის ის ამ ინსტიტუციიდან გათავისუფლებული ერთადერთი თანამშრომელია. როგორც თავად ლიკა მამაცაშვილმა გამოცემას განუცხადა, გათავისუფლების ბრძანების მიღებამდე მასაც და მის კოლეგებსაც ჰქონდათ გასაუბრება, რომელსაც მუზეუმის ხელმძღვანელობასთან ერთად კულტურის სამინისტროს წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.

თბილისის ისტორიის მუზეუმი 2022 წლის 8 მარტს ეთნოგრაფიული მუზეუმის მართვაში გადავიდა და მის ხელმძღვანელად ნინო ჭიპაშვილი დაინიშნა.  

მთავარი 10:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი