"სად არის 6 თვის წინ დაპირებული ინფრასტრუქტურა?!" | ენმ ბათუმის მერს საკრებულოში იბარებს

გამოქვეყნდა:

ბათუმი ტურისტულ სეზონს მოუმზადებელი ხვდება. მოუწესრიგებელია ინფრასტრუქტურა, ჩამოშლილია სანაპირო ზოლი და ქალაქში სატრანსპორტო კოლაფსია.

არსებული მძიმე ვითარების გამო, "ნაციონალური მოძრაობა" ქალაქის მერს, არჩილ ჩიქოვანს საკრებულოში იბარებს.

"ტურისტული სეზონის წინ, ნახეთ რა მდგომარეობაა სანაპირო ზოლზე და ვეკითხები ქალაქის მერს, სად არის დაპირებული ინფრასტრუქტურა, რომელიც 6 თვის წინ დაგვპირდით და აქ მოვაგვარებ პრობლემასო?! ბატონი მერი წაბრძანებული არის მიუნხენში, რაღაც გამოფენის დასათვალიერებლად. სასწრაფო წესით მოვუწოდებ საკრებულოს, რისთვის შეიკრიბეთ ბატონებო, აი ამ თანამდებობების გადანაწილებისთვის შეიკრიბეთ? იმისთვის შეიკრიბეთ, რომ ხელფასები და კომფორტული ცხოვრება გქონდეთ? მოვითხოვ სასწრაფო წესით, უახლოეს დღეებში შეიკრიბოს საკრებულო, მოვიდეს ქალაქის ე.წ მერი. მე მაქვს, რამდენიმე კითხვა, მათ შორის მოუწესრიგებელ ინფრასტრუქტურაზე და აი ამ სანაპირო ზოლზე", - ამბობს რეზო ხარაზი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი