უკრაინელებმა ხარკოვის რეგიონში რუსი ოკუპანტების საკომუნიკაციო სადგური გაანადგურეს [video]

გამოქვეყნდა:

ხარკოვის რეგიონში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსი ოკუპანტების მობილური საკომუნიკაციო სადგური გაანადგურეს, - ინფორმაციას უკრაინის სტრატკომი Telegram არხზე ავრცელებს.

"ხარკოვის რაიონში, უკრაინელმა სამხედორებმა თანამედროვე რუსული საკომუნიკაციო სადგური (R-439-OD ან P-260-O) აღმოაჩინეს, რომელიც 92-ე ცალკეული მექანიზებული ბრიგადის არტილერიის მიერ წარმატებით იქნა განადგურებული", - წერს უწყება.

შეგახსენებთ, რომ საკომუნიკაციო სადგურები სამხედრო ერთეულებს აძლევს საბრძოლო მოქმედებების დროს ერთმანეთთან კომუნიკაციის შესაძლებლობას. ასეთი აღჭურვილობის შეცვლა რთულია, რადგან მის წარმოებას დიდი დრო სჭირდება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი