დიდი ჰესები არ უნდა აშენდეს, პატარა ჰესების მშენებლობაზე კი პლებისციტი უნდა ჩატარდეს - ჩხარტიშვილი

გამოქვეყნდა:

"დიდი ჰესები არ უნდა აშენდეს, პატარა ჰესების მშენებლობაზე კი პლებისციტი უნდა ჩატარდეს" - ლეიბორისტული პარტიის წევრი ლაშა ჩხარტიშვილი კანონპროექტის წარსადგენად  ხელმოწერების შეგროვებას იწყებს.

ჩხარტიშვილის თქმით, ოპოზიციასთან ერთად, შეგროვდება  30 000 ხელმოწერა და  კანონპროექტი პარლამენტში უახლოეს პერიოდში შევა. ჩხარტიშვილი, ხელისუფლებას მოუწოდეს მხარი დაუჭიროს კანონპროექტს და შეასრულოს  ბიძინა ივანიშვილის 2012 წელს ხალხისთვის მიცემული დაპირება.

ვიწყებთ კამპანიას ჩვენი კანონპროექტის მხარდასაჭერად, რომელიც გულისხმობს საქართველოში დიდი ჰესების მშენებლობის აკრძალვას, ხოლო მცირე ჰესებთან მიმართებაში ვაფიქსირებთ რომ ადგილობრივი მოსახლეობის თანხმობის გარეშე, არ უნდა აშენდეს არც ერთი ჰესი" განაცხადა ჩხარტიშვილმა

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი