მარიონეტულმა რეჟიმმა თბილისში მცხოვრები აფხაზი ბლოგერის წინააღმდეგ საქმე ღალატის მუხლით აღძრა

გამოქვეყნდა:

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო უსაფრთხოების სამსახურმა, 28 წლის ბლოგერის, დაურ ბუავას წინააღმდეგ "სახელმწიფო ღალატის" მუხლით საქმე აღძრა. მიზეზი გადაღებული ვიდეო გახდა, სადაც ის ქართულ-აფხაზურ მეგობრობაზე საუბრობს.

დე ფაქტო რეჟიმის "უსაფრთხოების სამსახური" თვლის, რომ Tiktok-ზე გამოქვეყნებული ვიდეოები, სადაც ბუავა აფხაზეთის საქართველოს შემადგენლობაში ავტონომიის სტატუსით არსებობაზე საუბრობს, "საქართველოს ხელისუფლების პროპაგანდისტულ მიზნებს ემსახურება".

"მე მიმყავდა ეთერი tiktok-ის საკუთარ გვერდზე და გამოვთქვამდი საკუთარ აზრს, რომ აფხაზეთს ვხედავ საქართველოს შემადგენლობაში ავტონომიის სახით, რადგან ასე უფრო გვექნება განვითარების საშუალება. მე კატეგორიული წინააღმდეგი ვარ, რომ აფხაზეთი რუსეთთან იყოს. გუშინ ვკითხულობდი ინფორმაციას ჩემს შესახებ და გავიგე, რომ აფხაზეთის ტერიტორიაზე სისხლის სამართლის საქმე აღძრეს, სიმართლე გითხრათ ეს ძალიან სასაცილოდ მეჩვენა იმიტომ, რომ მე რიგითი ადამიანი ვარ, რომელიც უბრალოდ საკუთარ აზრს გამოხატავს. მე მინდა, რომ შეხების წერტილები ვიპოვო აფხაზებსა და ქართველებს ორის, რაც აუცილებელია და ამის გამო სისხლის სამართლის საქმე წამოიწყეს ჩემზე", - ამბობს დაურ ბუავა.

ცნობისთვის, დაურ ბუავა ოკუპირებული აფხაზეთიდან საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე საცხოვრებლად გასულ წელს გადმოვიდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი