11-წლიანი ურთიერთობის შემდეგ, შაკირა და პიკე დაშორდნენ

გამოქვეყნდა:

კოლუმბიელი პოპ ვარსკვლავი, შაკირა და ესპანელი ფეხბურთელი ჟერარდ პიკე დაშორდნენ. ამის შესახებ განცხადება წყვილმა გაავრცელა.

"ვადასტურებთ ინფორმაციას დაშორების შესახებ. ჩვენი შვილების კეთილდღეობისთვის, რომლებიც ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტია, გთხოვთ პატივი სცეთ ჩვენს კონფიდენციალურობას. მადლობა გაგებისთვის"- ნათქვამია ოფიციალურ განცხადებაში.

ბოლო დღეებში, ესპანურ მედიაში აქტიურად ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ 11-წლიანი ურთიერთობის შემდეგ ვარსკვლავური წყვილი ერთმანეთს დაშორდა. მათი ცნობით, ამჟამად პიკე ბარსელონაში მარტო ცხოვრობდა.

შაკირა პიკეს 2010 წელს მსოფლიო ჩემპიონატის ჰიმნის გადაღების დროს გაიცნო. წყვილს ორი შვილი - საშა და მილანი ჰყავს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი