
მიკოლაევში ოკუპანტები ისევ საცხოვრებელ უბნებს ესვრიან - არიან დაღუპულები და დაჭრილები - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
ქალაქის მერის, ალექსანდრე სენკევიჩის თქმით, 15:00 საათისთვის ცნობილია სამი ადამიანის გარდაცვალების შესახებ. ორი მათგანი ადგილზე გარდაიცვალა, ერთი საავადმყოფოში გადაყვანის დროს გზაზე.
გარდა ამისა, დაშავდა კიდევ ოთხი ადამიანი - ექიმები მათი სიცოცხლისთვის გადარჩენისთვის ამ წუთებშიც იბრძვიან.
მერის განცხადებით, როგორც ცნობილია, დაზიანდა სამი მაღალსართულიანი კორპუსი. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ქალაქში მასშტაბური ხანძრია.