რომის პაპს სურს, უკრაინაში ჩასვლა | შესაძლო ვიზიტზე სასაუბროდ, მთავრობის წევრებს მომავალ კვირაში შეხვდება 

გამოქვეყნდა:

160 იტალიელ სკოლის მოსწავლესთან შეხვედრაზე, რომელთა შორის იყვნენ უკრაინელი ლტოლვილები, რომის პაპმა ფრანცისკემ თქვა, რომ მას სურს, რაც შეიძლება მალე ეწვიოს უკრაინას, მაგრამ მისმა ვიზიტმა მეტი სიკეთე უნდა მოახდინოს, ვიდრე ზიანი. 

"მომავალ კვირას მე ვხვდები უკრაინის მთავრობის წევრებს, რომლებიც ჩამოვიდნენ ჩემი შესაძლო ვიზიტის შესახებ სასაუბროდ. ვნახოთ, რა მოხდება", - თქვა მან.

ერთ-ერთმა უკრაინელმა ლტოლვილმა ბავშვმა, საჩარმა, ჰკითხა პაპს: "მე არ მაქვს შეკითხვა, არამედ თხოვნა: შეგიძლიათ ჩახვიდეთ უკრაინაში, რომ გადაარჩინოთ ყველა ბავშვი, ვინც ახლა იქ იტანჯება?"

ამის საპასუხოდ, რომის კათოლიკური ეკლესიის მეთაურმა თქვა:

„ბევრს ვფიქრობ უკრაინაში ბავშვებზე და ამ მიზეზით რამდენიმე კარდინალი გავგზავნე იქ დასახმარებლად და ყველა ადამიანთან, მაგრამ უპირველეს ყოვლისა ბავშვებთან“.

მანმდე პაპი უკრაინელ პოლიტიკოსებსა და სასულიერო პირებს შეხვდება. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი