სლოვაკეთში სარკინიგზო ავარიის შედეგად, 74 ადამიანი დაშავდა 

გამოქვეყნდა:

სლოვაკეთში სარკინიგზო ავარიის შედეგად, 74 ადამიანი დაშავდა - ამის შესახებ ინფორმაციას "დოიჩე ველე" ავრცელებს. 

სამგზავრო მატარებელი ლოკომოტივს შეეჯახა.სლოვაკეთის პოლიციის განცხადებით, მსუბუქად დაშავდა 59 ადამიანი, 11-მა საშუალო სიმძიმის დაზიანება მიიღო და 4 მძიმედ დაშავდა. ახლომდებარე საავადმყოფოებში 34 ადამიანი გადაიყვანეს.

პოლიციაში აცხადებენ, რომ შემთხვევის გამომწვევი მიზეზის დასადგენად, გამოძიება მიმდინარეობს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი