რუსეთის არმიას შეუძლია შეწყვიტოს ბავშვების მკვლელობა, ქალაქების განადგურება, თუ მოსკოვში ერთი ადამიანი ასეთ ბრძანებას გასცემს - ზელენსკი

გამოქვეყნდა:

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკის აცხადებს, რომ რუსული აგრესიის შედეგების გამოსწორება უკვე შეუძლებელია, თუმცა ომის შეჩერება ნებისმიერ დროს შეიძლება.

როგორც მან აღნიშნა, რუსეთის არმია შეწყვეტს ბავშვების მკვლელობას, ქალაქებისა და ეკლესიების განადგურებას იმ შემთხვევაში, თუ ასეთ ბრძანებას კრემლის ლიდერი, ვლადიმერ პუტინი გასცემს.

"ისინი მზად არიან, დაწვან ყველაფერი, მათ შორის მართლმადიდებლური ეკლესიები. ფართომასშტაბიანი ომის დროს, რუსული დაბომბვის შედეგად უკვე დანგრეულია ან დაზიანებულია 113 ეკლესია, მათ შორის ძველი ტაძრები, რომლებიც მეორე მსოფლიო ომს გადაურჩა მაგრამ ვერ გაუძლეს რუსეთის ოკუპაციას.

დღეს ჩვენს ქვეყანაში რუსული აგრესიის დაღუპული ბავშვების ხსოვნას პატივი მივაგეთ. 261 - სწორედ ამდენი უკრაინელი ბავშვი დაიღუპა რუსეთის აგრესიის გამო, ეს ოფიციალური რაოდენობაა. რაც უფრო მეტს გავიგებთ, ვინ იყო დაკრძალული ოკუპირებულ ტერიტორიებზე, სამწუხაროდ, მით მეტი შეიძლება გახდეს სახელების რაოდენობა ამ სიაში. ამის წაკითხვა საშინელებაა. დაბადების წელი, საცხოვრებელი ადგილი, გარდაცვალების გარემოებები... ყველა მათგანი ახლა ცოცხალი იქნებოდა, მოსკოვში ერთ ადამიანს ეს კატასტროფა რომ არ გამოეწვია. ამის გამოსწორება აღარ შეიძლება, რადგან ეს ომი უკვე მიმდინარეობს, მაგრამ ამ ომის საშინელი შედეგების შეჩერება ნებისმიერ დროს შეიძლება. 

რუსეთის არმიას შეუძლია შეწყვიტოს ეკლესიების დაწვა, ქალაქების განადგურება, ბავშვების მკვლელობა, თუ ერთი ადამიანი მოსკოვში ასეთ ბრძანებას გასცემს. ის, რომ ასეთი ბრძანება ჯერ კიდევ არ არსებობს, აშკარა დამცირებაა მთელი მსოფლიოსთვის", - ამბობს ვოლოდიმირ ზელენსკი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი