რუსმა ოკუპანტებმა კიევის ორ რაიონზე სარაკეტო იერიში მიიტანეს

გამოქვეყნდა:

კიევში, დარნიცკისა და დნიპროვსკის რაიონებზე რუსმა ოკუპანტებმა გამთენიისას სარაკეტო იერიში მიიტანეს. ინფორმაციას კიევის მერი, ვიტალი კლიჩკო Telegram არხზე ავრცელებს.

მისი ინფორმაციით, განხორციელებული თავდასხმების შედეგად, ერთი ადამიანი დაშავდა.

"დედაქალაქის დარნიცკის და დნიპროვსკის რაიონებში რამდენიმე აფეთქება მოხდა... ამ დროისთვის ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე სარაკეტო თავდასხმის შედეგად მსხვერპლი არ არის. ერთი დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს", - წერს კლიჩნკო 

სარაკეტო თავდასხმის შესახებ ინფორმაციას ადასტურებს უკრაინის გენშტაბიც. უწყების ცნობით, რუსი ოკუპანტები ინტენსიურად ბომბავენ სამხედრო და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის ობიექტებს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი