სანამ ვიღაც ითხოვს, "არ დამცირდეს რუსეთი", კრემლი ახალ მზაკვრულ თავდასხმებს მიმართავს - პოდოლიაკი

გამოქვეყნდა:

უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი კიევზე განხორციელებულ სარაკეტო თავდასხმას გამოეხმაურა.

მან საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანულ მაკრონის გუშინდელ განცხადებაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ "სანამ ვიღაც ითხოვს, არ დამცირდეს რუსეთი, კრემლი ახალ მზაკვრულ თავდასხმებს მიმართავს".

პოდოლიაკის თქმით, მსგავსს ტერორისტულ აქტს ევროპისგან  მკაცრი პასუხი ახალი სანქციებითა და უკრაინისთვის იარაღის მიწოდებით უნდა გაეცეს.

"სანამ ვიღაც ითხოვს, რომ "არ დამცირდეს რუსეთი", კრემლი მიმართავს ახალ მზაკვრულ თავდასხმებს. დღევანდელ სარაკეტო თავდასხმებს კიევზე მხოლოდ ერთი მიზანი აქვს, რაც შეიძლება მეტი უკრაინელის მოკვლა. ყოველ ასეთ ტერორისტულ აქტს უნდა ჰქონდეს მკაცრი პასუხი ევროპის დედაქალაქებისგან - ახალი სანქციებით და მეტი იარაღის მოწოდებით“, - წერს პოდოლიაკი.

შეგახსენებთ, საფრანგეთის პრეზიდეტნმა ემაუნუელ მაკრონმა განაცხადა, რომ "პუტინის ისტორიული შეცდომის მიუხედავად, რუსეთი არ უნდა დაამცირონ".

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი