უკრაინელებმა დონეცკში რუსი ოკუპანტების ოცეული და ქვეითი საბრძოლო მანქანები გაანადგურეს

გამოქვეყნდა:

უკრაინის ეროვნულმა გვარდიამ დონეცკის რეგიონში რუსი ოკუპანტების ოცეული და სხვადასხვა ტიპის საბრძოლო მანქანები გაანადგურა. ინფორმაციას უკრაინის შსს-ს პრესსამსახური ავრცელებს.

"გვარდიამ დონეცკის ოლქში მოწინააღმდეგის BMP და ოკუპანტთა თითქმის მთელი ოცეული გაანადგურა. ასევე, განადგურებული კიდევ 7 ერთეული მოწინააღმდეგის სამხედრო ტექნიკა", - ნათქვამია განცხადებაში.

5 ივნისის მონაცემებით, უკრაინელმა სამხედროებმა დაახლოებით 31 150 რუსი ოკუპანტი მოკლეს. გაანადგურეს 1 381 ტანკი, 3 392  ჯავშანტექნიკა; 686 საარტილერიო სისტემა; 210 თვითმფრინავი; 175 ვერტმფრენი და ასობით სხვადასხვა ტიპის სამხედრო ტექნიკა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი