ლისინჩანსკში ოკუპანტებმა დაბომბეს ჰუმანიტარული დახმარების საწყობი, რომელსაც 40 ადამიანი აფარებდა თავს

გამოქვეყნდა:

ლისინჩანსკში ოკუპანტებმა დაბომბეს ჰუმანიტარული დახმარების საწყობი, რომელსაც 40 ადამიანი აფარებდა თავს. უკრაინის შსს-ს ინფორმაციით, საარტილერიო იერიშის შედეგად, ასევე დაზიანებულია სხვა მაღალსართულიანი შენობები და ქალაქის ინფრასტრუქტურა. მსხვერპლისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ზუსტდება.

"ღამის განმავლობაში რუსულმა საოკუპაციო ძალების არტილერიამ ესროლა ლისიჩანსკის ცენტრს, დააზიანა მაღალსართულიანი შენობები და ინფრასტრუქტურა. გარდა ამისა, დაიწვა ჰუმანიტარული დახმარების შტაბი, სადაც მუდმივად ცხოვრობდა 40-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე" - აცხადებს უკრაინის შსს.

მომხდარზე უკრაინამ სისხლის სამართლის საქმე სსკ-ის 438 - ე მუხლით აღძრა, რაც ომის კანონების დარღვევას გულისხმობს.

2 ივნისს ლისიჩანსკის საქალაქო სამოქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ალექსანდრე ზაიკამ განაცხადა, რომ მდგომარეობა ძალიან რთულია და განადგურებულია ქალაქის ინფრასტრუქტურისა და საცხოვრებელი სახლების 60%. მან დასძინა, რომ ბახმუტი-ლისიჩანსკის გზატკეცილი უკრაინის შეიარაღებული ძალების კონტროლის ქვეშაა, თუმცა ოკუპანტების მხრიდან მუდმივად იბომბება.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი