უნგრეთი აგრძელებს ტალახის სროლას უკრაინისთვის და რუსეთის გათეთრებას - სტეფანჩუკი

გამოქვეყნდა:

მთელი დემოკრატიული სამყარო გაოგნებული უყურებს არა პრეზიდენტ ზელენსკის განცხადებებს, არამედ უნგრეთის პოზიციას, რომელიც აგრძელებს ტალახის სროლას უკრაინისთვის და რუსეთის გათეთრებას - წერს ფეისბუქზე უკრაინის რადას თავმჯდომარე რუსლან სტეფანჩუკი, რომელიც უნგრელი კოლეგის განცხადებას ეხმაურება:

"უნგრეთის პარლამენტის სპიკერისგან განსხვავებით, ჩვენ უკრაინაში, ტრანსკარპატების უნგრელების ჩათვლით, დარწმუნებულები ვართ, რომ უკრაინა გაიმარჯვებს და მალე აღდგება. უნგრეთმა უნდა შეწყვიტოს წარსულის პრობლემებით ცხოვრება" წერს სტეფანჩუკი.

მისივე თქმით, ასეთი განცხადებები ცინიკური, სამარცხვინო და უპასუხისმგებლობაა და მხოლოდ რუსი აგრესორის ინტერესებშია.

ყველაფერი კი იმით დაიწყო, რომ უნგრეთის პარლამენტის თავმჯდომარემ, ლასლო კევერმა, თქვა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკის მხრიდან, უნგრეთის პრეზიდენტის კრიტიკა, მის "ფსიქოლოგიურ პრობლემებზე" მიუთითებს. საპასუხოდ ლასლო კევერს უკრაინამ ფსიქიკური ჯანმრთელობის ცნობის გამოქვეყნებას მოსთხოვა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი