
ლუგანსკის რეგიონული ადმინისტრაციის უფროსის, სერგეი გაიდაის ინფორმაციით, "ალეპოს ყასაბის", იგივე ალექსანდრე დვორნიკოვს, რომელიც რუსეთის საოკუპაციო არმიას ხელმძღვანელობს უკრაინის წინააღმდეგ ომში, 2 დავალება მისცეს, რომელიც გაიდაის თქმით, 10 ივნისამდე უნდა შესრულდეს:
„დვორნიკოვს, რუსეთის არმიის გენერალს, 10 ივნისისთვის დაევალა ან მთლიანად დაეპყრო სევეროდონეცკი, ან მთლიანად გაჭრას ლისიჩანსკი-ბახმუტის გზატკეცილი და აიღოს კონტროლი“ - განაცხადა გაიდაიმ.
გაიდაის თქმით, ოკუპანტების მთელი ძალისხმევა ახლა ამ დავალების შესასრულებლადაა მობილიზებული.
მან ასევე აღნიშნა, რომ რუსები აკონტროლებდნენ სევეროდონეცკის დაახლოებით 70%-ს, თუმცა უკრაინელმა სამხედროებმა ორ დღეში ოკუპანტების შეტევების დიდი ნაწილი მოიგერიეს და ქალაქში ოკუპანტების კონტროლი ახლა განახევრებულია.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, სევეროდონეცკის აღმოსავლეთი ნაწილი ოკუპანტების კონტროლის ქვეშაა.