ბრიუსელის პასუხის მოლოდინში - შორი გზა ევროპისკენ

გამოქვეყნდა:

მიიღებს თუ არა საქართველო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს? ბრიუსელიდან პასუხი ორ კვირაში მოვა, მაგრამ როგორი იქნება ეს პასუხი, დამოკიდებულია იმაზე, თუ რა გაუკეთებია საქართველოს დემოკრატიული და სამართლიანი სახელმწიფოს მშენებლობისთვის და იმაზეც, რისი გაფუჭებაც ხელისუფლებამ თუნდაც ბოლო დღეების განმავლობაში მოასწრო. 

"დაგვეხმარეთ, რომ დაგეხმაროთ"- ამაზე მარტივად ალბათ ევროპა ვერ გამოხატავდა თავის სათქმელს. 

უსიტყვოდ თქვა თავისი სათქმელი ევროპის ყველაზე დიდმა პოლიტიკურმა ოჯახმა, ევროპის სახალხო პარტიამ, როცა მიხეილ სააკაშვილის ცარიელი სკამი ხელუხლებლად დატოვა. 

მართალია ევროპის პოლიტიკურ პარტიათა გაერთიანებები ინდივიდუალურად საქართველოსთვის კანდიდატობის მინიჭების მხარდამჭერ რეზოლუციებს იღებენ, მაგრამ იქვე ღიად საუბრობენ მიხეილ სააკაშვილის და ნიკა გვარამიას პოლიტიკურ პატიმრობაზე.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი