მარიუპოლის სანაპიროზე ნაღმი აფეთქდა და 2 ადამიანი დაიღუპა - ერთი 8 წლის ბავშვია

გამოქვეყნდა:

მარიუპოლის მერის მრჩევლის, პეტრო ანდრიუშენკოს ინფორმაციით, წყაროებმა დაუდასტურეს ცნობა იმის შესახებ, რომ 3 ივნისს, პეშანის სანაპიროზე ნაღმის აფეთქების შედეგად, ორი ადამიანი დაიღუპა.  დაღუპულთაგან ერთი 8 წლის ბიჭია. 

იქამდე კი მარიუპოლის საოკუპაციო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, კონსტანტინე ივაშჩენკო ირწმუნებოდა, რომ პლაჟი განაღმული და უსაფრთხო იყო მოსახლეობისთვის.

მიუხედავად ტრაგედიისა, ოკუპირებული ქალაქის ადმინისტრაცია პროპაგანდისტებთან ერთად აგრძელებს ხალხისთვის მოწოდებას, რომ  სანაპირო ღიაა და შეუძლიათ იქ გასვლა - "ლამაზი ფოტოები და ვიდეოები მათთვის ნამდვილად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ადამიანების სიცოცხლე" - წერს ანდრიუშენკო.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი